27 იანვარი, 2019

უშგული მაიამიში რჩეულთა შორისაა

უშგული მაიამიში რჩეულთა შორის უშგული და მისი სილამაზე შუაგულ ამერიკაში – მაიამიში National Geographic-ის გალერეაში მისულ ვიზიტორებს შეუძლიათ შეიგრძნონ.

დამიენ დევდარიანი:

-“შუაგულ მაიამიში, National Geographic-ის გალერეაში, აღმოვაჩინე უშგულის ეს ფოტო, რომელიც რამდენიმე ათეულ, რჩეული ფოტოს შორისაა გამოფენილი და ეკუთვნის ამერიკელ ფოტოგრაფს – აარონ ჰუეის. ფოტო 2012 წელსაა გადაღებული და ავტორის მიხედვით, ასახავს დროში გაჩერებულ, შუასაუკუნოვან სოფელს, რომლის მაცხოვრებლები მოიხსენიებიან როგორც მზის ღმერთის – ლილეს შვილები…

ის კიდევ უფრო გამიკვირდა, რომ უშგულის ფოტო, სხვა ფოტოებისგან განსხვავებით, ცალკე ოთახში იყო განთავსებული და არა, დარბაზში. მეტი ეფექტისთვის, გალერეის მენეჯერმა, მზის ამოსვლის და ჩასვლის საილუსტრაციოდ, დახურა ოთახის კარი და განათება დაარეგულირა ისე, რომ გექმნებოდა წარმოდგენა რომ აისს და დაისს უყურებდი, რამდენიმეწამიანი ინტერვალით.”