SOS! – ცხინვალის თეატრი

SOS! - ცხინვალის თეატრიცხინვალის თეატრი წლებია გაუსაძლის პირობებში იმყოფება.

თეატრის დირექტორი ზაზა თედიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და უმძიმეს მდგომარეობაზე ხმამაღლა საუბრობს:

“თუ სწრაფად არ გადაწყდა ჩვენი თეატრის შენობის საკითხი, უკვე მართლა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით!..

გვიფუჭდება დევნილობის 28 წლის განმავლობაში დაგროვილი აპარატურა, კოსტუმები, რეკვიზიტი, დეკორაცია! გვიფუჭდება ყველაფერი რაც გაგვაჩნია!..

კვირის ბოლომდე კიდევ დაველოდებით ინფორმაციას და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ ვიმოქმედებთ…

ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება თქვენი მხარდაჭერა ჩვენო ერთგულო მეგობრებო.”