23 იანვარი, 2019

“სიბინძურის გასანეიტრალებლად ვაქვეყნებ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის წერილს”

"სიბინძურის გასანეიტრალებლად ვაქვეყნებ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის წერილს"– ამ სიბინძურის გასანეიტრალებლად ვაქვეყნებ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ძალიან ავტორიტეტული მეცნიერის ჯილიან ევისონის წერილს, – აცხადებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია, რომელიც ლონდონში იმყოფება:

“ჩემს სამეცნიერო მივლინებას ლონდონის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მავანის მხრიდან დიდი გაღიზიანება მოჰყვა. ზოგიერთმა სცადა, რომ ჩვენი პროექტისათვის და მისი მნიშვნელობისათვის ჩრდილი მიეყენებინა, ჩვენს მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი კვლევები უშედეგოდ გამოეცხადებინა.

ამ სიბინძურის გასანეიტრალებლად ვაქვეყნებ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ძალიან ავტორიტეტული მეცნიერის ჯილიან ევისონის წერილს ჩვენს პროექტთან დაკავშირებით. იმასაც ვიტყვი, რომ მუშაობა მასთან და ბრიტანეთის ბიბლიოთეკის სპეციალისტებთან ერთად კოორდინირებაში მიმდინარეობს, რაც საბოლოო ჯამში ამ პროექტის წარმატებას უზრუნველყოფს, რადგან ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის მაღალ სამეცნიერო სტანდარტებში იმედია არავის ეპარება ეჭვი!

მოკლედ, ამ წერილით ამ ბინძური კამპანიის ავტორებმა სათანადო პასუხი მიიღეს, იმედია დაოკდებიან და მშვიდი მუშაობის საშუალებას მოგვცემენ!”