რას მოგვიტანს ახალი წელი? – გენიალური პასუხი ნოდარ დუმბაძისგან

რას მოგვიტანს ახალი წელი? - გენიალური პასუხი ნოდარ დუმბაძისგანრას მოგვიტანს ახალი წელი? – ეს კითხვა ყველა ადამიანს ებადება და ახალი წლისგან სიკეთეს, ბედნიერებას და ყოველივე საუკეთესოს ელოდება.

შეკითხვაზე გენიალური პასუხი აქვს ნოდარ დუმბაძეს:

“რას მოგვიტანს ახალი წელი? – მეკითხებიან მეგობრები.
რას მოგვიტანს ახალი წელი? – მეკითხება მეუღლე.
რას მოგვიტანს ახალი წელი? – მეკითხებიან შვილები.
რას მოგვიტანს ახალი წელი? – მესმის აგერ 45 წელიწადია. ეს საოცარი კითხვაა და მის ყოველ გაგონებაზე ვიწვი.
ახალი წლის საცოდაობით, რომელსაც ეს მთელი მილეთის ხალხი ხელებში შეჰყურებს და ელოდება, აბა, რას მოგვიტანსო. შენ, შენ რას მოუტან ამ ახალ წელს, ჩემო ხალხო?

მე თავად რას ვპირდები და მოვუტან ახალ წელს?..
ახლაც უამრავ რამეს გპირდები, რადგან ვიცი, შენაპირებს მომთხოვ კი არა, ამისრულებ და ერთი ათად დამიბრუნებ.
შენ აუხელ თვალს ყველა ხატიას,
შენ გაანათებ ყველა მზიან ღამეს,
შენ ანუგეშებ დედას, ..
შენ შერთავ ყველა ქართველ მზეჭაბუკს ლამაზ მეუღლეს
და მისცემ თორმეტ-თორმეტ შვილს.
შენ გაამრავლებ მათ უსაშველოდ და უსასრულოდ.

ისევ შენი იმედი მაქვს და გლოცავ, მამულო ჩემო!
ღმერთმა ბედნიერი ახალი წელი გაგითენოს და მოგცეს დღე გრძელი,
შენ – ჩემო თვალშეუდგამად მაღალო საქართველო!”