5 იანვარი, 2019

რამაზ იოსელიანი დააწინაურეს

რამაზ იოსელიანი დააწინაურესმსახიობი რამაზ იოსელიანი დააწინაურეს. ხელოვანი, რომელიც ფოთის თეატრში სამუშაოდ გადავიდა, ახლა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.

ინფორმაცია ამის შესახებ თეო ტლაშაძემ გაავრცელა:

“ჩემს უახლოეს მეგობარს, უკარგეს ადამიანს, უნიჭიერესს, დიდ მსახიობს რამაზ იოსელიანს ვულოცავ ფოთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას და ვუსურვებ დიდ წარმატებებს!

ასევე ვულოცავ ფოთელებს ამ გამართლებას და გჯეროდეთ, სულ მალე ერთ-ერთი გამორჩეული თეატრი გექნებათ თქვენ. ეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რადგან გვაქვს გორის თეატრის მაგალითი სახეზე, როდესაც რამაზმა გააცოცხლა, აღადგინა და წარმატებით ატარა დასი მისი ხელმძღვანელობით.

გულით გილოცავ რამაზ!”