ყველაზე მთავარი ცხოვრებაში

ყველაზე მთავარი ცხოვრებაშიეს ყველას ყოველთვის კარგად უნდა გვახსოვდეს – ადამიანი ყველაზე დიდი ფასეულობაა დედამიწაზე – ამ სიტყვების ავტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეა.

მაშინ, როდესაც გაუფრთხილებლობით, დაუდევრობით თუ უყურადღებობით ჩვენს ქვეყანაში ადამიანები იღუპებიან, ილია მეორის სიტყვები განსაკუთრებულად უნდა გვახსოვდეს:

“ადამიანი სულ ერთხელ იბადება დედამიწაზე. ჩვენ რომ ვიფიქროთ, ყველაზე დიდი ფასეულობა რა არის ამქვეყნად, ყველაზე დიდი ფასი რას აქვს დედამიწაზე, იცოდეთ, რომ პასუხი ერთია – ეს არის ადამიანი! რაც რამ ყველაზე დიდი საუნჯე არსებობს, მთელი ქვეყნიერების სიმდიდრე რომ შევკრიბოთ ერთად, ერთ ცალკე პიროვნებად, ერთ ადამიანად არ ღირს ეს ყოველივე!

ადამიანი მოვიდა ღვთის განგებით, იცოცხლა 70 თუ 80 წელი, – ან მეტი, ან ნაკლები და მიდის, მიდის მარადიულ საცხოვრებელში, მარადიულ სამყაროში.

ამას ამიტომ ვამბობ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვებრალებოდეს გაჭირვებული ადამიანი; არ არის გამორიცხული, რომ მომავალში შენ თვითონ გაგიჭირდეს და როგორც შენ წყალობ სხვას, ისე დაგეხმარებიან სხვებიც.

ვინც მოწყალებას გასცემს, ღმერთი მას შეიწყალებს. ხელი გამცემი არასდროს რჩება ცარიელი, მას მუდამ აძლევს უფალი დახმარებას.””