Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმი თბილისში

11 იანვარი, 2019

ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმი თბილისშინიკო ფიროსმანის შემოქმედება სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. მისი ნახატები წამყვან გალერეებში იფინება ცნობილი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად.

ხვთისო ტურძილაძე საინტერესო ინიციატივით გამოდის, ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმის თბილისში მოწყობასთან დაკავშირებით:

“წელს მეორეჯერ ვიყავი ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმში. ეზოში ვიჯექი და ვფიქრობდი რა კარგი იქნება ფიროსმანსაც ისეთივე მაშტაბური მუზეუმი რომ ჰქონდეს თბილისში.

თან რაღაც ფიროსმანისნაირი პერიოდი მაქვს, ბევრი თავისუფალი დროით და ეს გავაკეთე.

ოდესმე თუ ვინმე გადაწყვეტს “ნიკალას მუზეუმის” აშენებას, იქნებ რაღაც იდეები გამოადგეს აქედან.

ნაგებობა თავისი ბრუტალზიმით და მონუმენტურობით ნიკალას რთულ ცხოვრებას გამოხატავს. ბეტონის ფორმას გამჭოლად ჭრის მეგალითური წითელი კიბე, რომელიც სიმბოლურად მის საცხოვრებელ ადგილს გამოხატავს. კიბე დასავლეთ ფასადზე წყალში ეშვება, რაც წყალში მდგომი მებადურის პორტრეტის განმასახიერებელია.

ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმი თბილისში

ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმი თბილისში

შენობის მთავარი, სამხრეთი ფასადი გაწყობილია მწვანე ტონალბების ვიტრაჟით, რომელზეც ამოტიფრულია სხვადასხვა ზომის ვარდები. ვარდების სილუეტები ბეტონის ფასადებზეც გადადის.

ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმი თბილისში

სამხრეთ ნაგებობა სამსართულიანია და მასში განთავსდება:
საზოგადოებრივი სივრცე;
გარდერობი;
სარეგისტრაციო სივრცე;
სალარო;
დაცვის ოთახი;
სუვენირების მაღაზია;
საწყობი და კაფე.

მეგალითური კიბის ქვეშ:
სველი წერტილები და 3 ტექნიკური ოთახი;
ხოლო ჩრდილოეთ ნაგებობაში 2 სხვადასხვა ზომის დარბაზი.

მუზეუმის ეზოში მიმოფანტულია ბეტონის ქვევრის და ღვინის ტიკის ფიგურები “კახეთის მატარებლის” სიუჟეტიდან.

ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმი თბილისში

ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმი თბილისში

მადლობა დახმარებისთვის არჩილ პატარიძეს და გიორგი ბერეკაშვილის.”