2 იანვარი, 2019

ნინო სურგულაძემ “სიკეთის ბარათების” დარიგება დაიწყო

ნინო სურგულაძემ "სიკეთის ბარათების" დარიგება დაიწყოოპერის მომღერალმა ნინო სურგულაძემ მის მიერ დაანონსებული “სიკეთის ბარათების” დარიგება დაიწყო.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხის” დამაარსებელი ახალი წლის პირველ დღეს სამტრედიაში ჩავიდა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს “სიკეთის ბარათები” პირადად გადასცა. მეცოსოპრანო სათნოების სახლშიც იმყოფებოდა, სადაც 22 მოხუცი ცხოვრობს.

“სიკეთის ბარათები” საქართველოს მასშტაბით 287 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა, სადაც 400-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ცხოვრობს. 100-ლარიან ბარათების გამოყენება მათ “ავერსის” სააფთიაქო ქსელში შეეძლებათ.