Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნათელა მაჭავარიანს დეზინფორმაციას უვრცელებენ

5 იანვარი, 2019

ნათელა მაჭავარიანს დეზინფორმაციას უვრცელებენნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობს ნათელა მაჭავარიანს დეზინფორმაციას უვრცელებენ.

მედიაში გაჟღერებული ინფორმაციით, იგი შეწყალების კომისიის ახალი თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მეგობარი და მისი ყოფილი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ამ სიახლეს კატეგორიულად უარყოფს.

ნათელა მაჭავარიანი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მისთვის ეს თანამდებობა არავის შეუთავაზებია და თანაც შეწყალების კომისიაში მუშაობის არც სურვილი აქვს, არც მის საქმედ არ მიაჩნია.