13 იანვარი, 2019

ნადიკვარის კულტურისა და დასვენების პარკი დალეწილია

ნადიკვარის კულტურისა და დასვენების პარკი დალეწილიათელავში, ნადიკვარის კულტურისა და დასვენების პარკი დალეწილია.

ჩამსხვრეული და დაბზარულია შუშის მოაჯირები, დამტვრეულია ტერასები, განადგურებულია ამფითეატრის იატაკი და ეზოში არსებული სკამები.

თელავის მაცხოვრებლები დასასვენებელ პარკში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას ითხოვენ, რათა მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს.

თელავის მერია მომხდართან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია. მათი განმარტებით, ნადიკვარზე ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარე წელს განხორციელდება.