30 იანვარი, 2019

“მთელი ცხოვრება ვითმენდი…” – გია ჯაჯანიძე

"მთელი ცხოვრება ვითმენდი" - გია ჯაჯანიძეფსიქოლოგი და ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ადამიანებს შეგვახსენებს, რომ ყოველ დღეს შეიძლება იყოს დასასრული, ამიტომ ცხოვრება უნდა შევირგოთ:

“მთელი ცხოვრება ვითმენდი და მოვიგე.

დარჩენილ ცხოვრებაც ასე გავატარებ.

არასდროს არავის ცხოვრებას არ შევხებივარ, ასე გავაგრძელებ.

ჩემს წარმატებას ყველას ვუნაწილებ, მომავალშიც გავუნაწილებ.

მარტო არასოდეს ვყოფილვარ, განგება ყოველთვის მიგზავნის კეთილ ადამიანებს.

ადრე უმადურობა მტანჯავდა, მერე მივხვდი, თუ ვინმეს რამე გავუკეთე, ხომ ჩემი ნებით და სურვილით გავუკეთე, ამიტომ, საკუთარი თავის მადლიერი უნდა ვიყო და სხვა დაინახავს თუ არა, ღვთის ნებაა.

ასე მივაღწიე სიმშვიდეს.

როცა ვინმე მჩაგრავს, ვდუმვარ და თვალებში ვუყურებ, გულში ვფიქრობ, ხომ მაინც უნდა გარდავიცვალოთ, რატომ იტანჯავს თავს, რატომ იშლის ნერვებს.

ყოველ დღეს შეიძლება იყოს დასასრული, შეირგე ცხოვრება. რას დაეძებ…”