4 იანვარი, 2019

მოგისმენიათ პატრიარქისადმი მიძღვნილი ჰიმნი?

მოგისმენიათ პატრიარქისადმი მიძღვნილი ჰიმნი?სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე არაერთი ხელოვანისთვის გამხდარა შემოქმედებითი მუზა.

გამონაკლისი არც კომპოზიტორი ნუგზარ თუშიშვილია. მან დაწერა სიმღერა, რომელსაც “უწმინდესის მხედრობის ჰიმნი” ეწოდა. სიმღერა მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა და ანსამბლმა “უნისონმა” შეასრულა.

ტატო გოდერძიშვილი:

“იუბილეს ვულოცავ ჩვენს საყვარელ სულიერ მამას, ადამიანს და ცოცხალ წმინდანს, ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს…

ჩოხოსნების სახელით ვუძღვნი ჩვენივე ჰიმნს, რომელიც მისივე კურთხევით ჩაიწერა… იჯანმრთელეთ, დიდხანს იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.”