19 იანვარი, 2019

“მაშა და დათვი” გინესის რეკორდსმენია

"მაშა და დათვი" გინესის რეკორდსმენიამულტფილმი “მაშა და დათვი” გინესის რეკორდსმენია.

ანიმაცია 10 წელია პატარების საყვარელი გმირების – მაშასა და დათვის სახალისო ისტორიებს აერთიანებს.

“მაშა და დათვის” ერთ-ერთმა სერიამ “маша + каша” – “მაშა პლუს ფაფა” youtube-ზე ნახვების ყველანაირი რეკორდი მოხსნა და გინესის რეკორდების წიგნშიც ასე აღმოჩნდა. მთლიანობაში ”მაშა და დათვის” სერიებს youtube-ზე 42 მილიარდი ნახვა აქვს.

მულტფილმის გინესის რეკორდსმენობაზე ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.