2 იანვარი, 2019

მამა პეტრეს ემუქრებიან

მამა პეტრეს ემუქრებიანპოეტსა და სასულიერო პირს მამა პეტრეს ემუქრებიან:

– ძალიან მალე წამოვიწყებ საზოგადოებრივ მოძრაობას ძალადობის, აგრესიის, ცრუქრისტიანების გამოსავლენად…

თუ არ გამოვფხიზლდით, ყველა ჩვენგანი ჩადგება მათ მიერ რეპრესირებულთა სიაში… დაიცავით საკუთარი შვილები დამახინჯებული წარმონაქმნებისაგან…

ქრისტიანობა არ არის უხეშობის, დაკომპლექსებულების, აგრესორების რელიგია… ის სულის თავისუფლებას, სიმშვიდეს და სიყვარულს ქადაგებს…

დღეს გაჩუმება, ხვალ დანაშაულის ჩადენას უწყობს ხელს…

ჰოდა, ნუ ვიქნებით დამნაშავეები…

მეტი ვისაუბროთ იმაზე, რაც ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებისთვის მიუღებელია!..

ნუ ვიქნებით შიშის, მრისხანების, სისასტიკის მონა… – აცხადებს პოეტი და სასულიერო პირი მამა პეტრე კოლხი და მისი ოჯახის ფსიქოლოგიურ ზეწოდაზე, ტეროტსა და წანტაჟზე საუბრობს:

“არსებობს ასეთი გაუგებარი წარმონაქმნი – ,,მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, რომლის რამდენიმე წევრი, როგორც კიდევ უფრო დიდი გაუგებარი წარმონაქმნი, ჩემზე და ჩემს ოჯახზე დაუმთავრებელ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ტერორს, შანტაჟს ახდენენ…

წლებია, რაც არ უნდა მიკვირდეს ჩემი დუმილის, ხმას არ ვიღებ. იმ იმედით, რომ იქნებ მოხდეს სასწაული და გაუნათდეთ დახშული გონება, დაბნელებული აზროვნება… თუმცა ჩემი კაცთმოყვარეობა ისეთივე უძლური აღმოჩნდა, როგორც ,,ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”…

ბევრი მათგანი უამრავჯერ გააფრთხილეს, უამრავჯერ დატუქსეს, მაგრამ ყველა მცდელობა უკვალოდ გაქრა, რადგან მათთვის ავტორიტერი მხოლოდ ძალადობა, ზიზღი, ამპარტავნება, მესიანისტური წარმოდგენები, მტრობა და მრისხანება აღმოჩნა…

ამ მეტად კეთილშობილური სახელწოდების (მმკ) მიღმა უმეტესად (ყველას არ ეხება) უტიფარი, თავხედი, უწიგნური, გაუნათლებელი, ურწმუნო, ფარისეველი სახეები დგანან…

დიახ, მე მამა პეტრე ვარ, რომელიც არასდროს ითვლის სხვის ცოდვებს და არც ვინმეს გამოსწორებას ცდლობს… თუ ვინმეს ამის სურვილი ექნება, მზად ვარ, გულიც გავუზიარო და ხშირად ასეც მოვქცეულვარ, მაგრამ იძულებით, სხვათა უფლებების შელახვით არასდროს ვცდილობ ჩემი უფლებების არასწორად გამოყენებას…

ამ ტიპის ადამიანების ქრისტიანული მოძღვრება, ჩემთვის ისე შორს არის, როგორც მთვარე, სატურნი…

კომპლექსებით სავსე დაჯგუფება, ქრისტეს და მართლმადიდებლობის დაცვის სახელით, დაუფარავად ავლენენ გაუგონარ აგრესიას… სწორედ მათ გამო, დაბრკოლებულია ათასობით მოზარდი თაობა და როგორც მინიმუმ ჩემი ექვსი შვილი…

ეს ის კატეგორიაა, ამბიონზე ჩემი ოჯახის წევრებს ეშმაკის კერძი და სატანის მოციქული რომ უწოდა… ეს ის ,,მორწმუნე”, ,,ღვთისთვის თავდადებული” ნაძირლები არიან, საკუთარი შვილის ფოტოების გამოქვეყნების გამო, პედოფილობას რომ მწამებდნენ… პასუხი ვინ მოსთხოვა?! ცხადია, არავინ… თუ არ შეინანეს, მათი სასჯელი უფლის წინაშე უმკაცრესია… არავის ეგონოს, მსგავსი სიბინძურე შერჩეს…

მთელი გულით მსურდა, მათ საკუთარი აურაცხელი ცოდვებისთვის მიეხედათ, მაგრამ ეს ორი დღეა, ძველ, და უკვე განახლებულ ისტორიებს სოციალურ ქსელში მიგზავნიან…

დიახ, მე მამა პეტრე უმკაცრესად მოვითხოვ ყველა მათგანის პასუხისგებას…

თუ კიდევ გამოვლინდა მსგავსი ფაქტი, დამნაშავე აუცილებლად კანონის წინაშე აგებს პასუხს…

ეს ის მანკიერებაა, რომლითაც ყველა ჩვენგანი დაიღალა, რომელიც უნდა დასრულდეს…

თუ მართლა ქრისტეს სარწმუნოების დაცვაა მათი ,,ხვედრი”, ვურჩევ საკუთარი არაქრისტიანული მიდგომებისგან დაიცვან!..

ღმერთს მადლობა, ისეთი თავისუფალი თაობა მოდის, რომელსაც ვერ შეაშინებს, მხოლოდ ცეცხლის და გოგირდის დაუსრულებელი ძახილი…

კატეგორიულად ვაფრთხილებ, ყველაზე არამართლმადიდებელ ,,მართლმადიდებლებს”, ფრთხილად!…

თუ დღეს ვინმე ეკლესიას მტრობს, ისევ მათი დამახინჯებული, ფსიქიკურ შეშლილობამდე მისული სარწმუნოების გაგება!..

სხვას დროს, წერით არ შემოვიფარგლები… თუმცა არც მათ მიერ აპრიბირებულ მეთოდებს არ მივმართავ…
ცივილური ფორმებით, აუცილებლად დამთავრდებიან!..

და კიდევ, ყველა ჩემს სატელევიზიო გამოსვლას აპრიტესტებენ, ლამის არსებობას გვიკრძალავენ, შოუებში იღებს მონაწილეობასო…

ვწუხვარ, მაგრამ მათზე უნიჭო, არშემდგარი, ჩამოუყალიბებელი შოუმენების მნახველი არ ვარ… მთელი ცხოვრება შოუების მოწყობაში არიან, მაგრამ მაყურებელი ელვის სისწრაფვით აკლდებათ…

დიახ, შემზარავ შოუებს დგამენ… ქვებით და ხელკეტებით, ლაძღვით და მუქარით, წილისწამებით და ძალადობით არის სავსე მათი სამოქმედო პროგრამა…

ჰოდა, ნამდვილად არა ძალადობას, რომელსაც ეკლესიაში აკანონებენ!..

P.S. უფლებათა დამცველი მომინიშნეთ… როგორც ჩანს, სხვები ვერ გვიცავენ!…”