გურული სიმღერის დიდოსტატი გური სიხარულიძე გარდაიცვალა

გურული სიმღერის დიდოსტატი გური სიხარულიძე გარდაიცვალა88 წლის ასაკში გურული ხალხური სიმღერის დიდოსტატი გური სიხარულიძე გარდაიცვალა.

ინფორმაცია ანსამბლმა “შავნაბადამ” გაავრცელა:

“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ, გურული ხალხური სიმღერის დიდი ოსტატის, სიხარულიძეების მომღერალი გვარის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, იშვიათი მუსიკალური მოაზროვნის, სამუსიკო ფოლკლორის წმინდა ტრადიციების დამცველის გური სიხარულიძის გარდაცვალების გამო.

გური სიხარულიძემ აღზარდა თაობები, მან მოახერხა ყველა თაობის წარმომადგენელთან მეგობრული და მამა-შვილური სიყვარულის გაღვივება. მისი შესრულებული სიმღერები, დღეს ერთ-ერთი საუკეთესო სახელმძღვანელოა, თუ როგორ უნდა იმღერო, როგორ უნდა იგრძნო შენს გვერდში მდგომი შემსრულებელი, როგორ უნდა გიყვარდეს მეგობარი და როგორ უნდა იმღერო სიყვარულით.

გური სიხარულიძე იყო და დარჩება მაგალითად თუ, როგორ უნდა ემსახურო შენ ქვეყანას, წინაპრების დანატოვარს და შენი ერის განძს – ქართულ გალობასა და ხალხურ სიმღერას.

ვუსამძიმრებთ გური სიხარულიძის ოჯახს, გურიას და საქართველოს!”