13 იანვარი, 2019

გორის თეატრში სპექტაკლები მოიხსნა

გორის თეატრში სპექტაკლები მოიხსნაგორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში სპექტაკლები მოიხსნა. მიზეზი განათების და ელექტრო სისტემის გაუმართაობაა:

“მეგობრებო, სპექტაკლი მოიხსნა, ისევ და ისევ განათების და ელექტრო სისტემის ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით.

ვერ ვგეგმავთ ასევე უახლოესი პერიოდის აფიშას.

ბოდიშს გიხდით შექმნილი მდგომარეობის გამო, თუ თქვენს გეგმებში ცვლილება შევიტანეთ.”