10 იანვარი, 2019

გოგა ჩანადირის მოთხოვნა: “საკუთარ ენაზე გველაპარაკეთ!”

გოგა ჩანადირის მოთხოვნა: "საკუთარ ენაზე გველაპარაკეთ!"ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ხელისუფლებისგან სახელმწიფო ენის დაცვას და პატივისცემას მოთიხოვს:

გეყოთ, რა, ეს ამდენი BUS-ები და სახელმწიფო ენის უგულებელყოფა.

ზედ თბილისის მერიის წინ, ანუ, იმ სამსახურის წინ, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტია და პირდაპირი მოვალეობაც კი არის სახელმწიფო ენის დაცვა-მოფრთხილება, კანონი დარღვეულია.

მხოლოდ ლათინურად ბუსი-ბასის დაწერა რა უბედურებაა? 3 წლის მანძილზე თავი როგორ ვერ მოება იმას, რომ ქართული წარწერაც დამატებოდა და მონაცვლეობით მაინც დაწერილიყო?

ახლა, ვინც ამტკიცებს, რომ ეს საერთაშორისო საგზაო ნიშანია, იმან, უბრალოდ, მართლა არ იცის საგზაო წესები.
თუ საერთაშორისო ნიშნებზეა ლაპარაკი, ლათინური A გამოიყენება ან ავტობუსის პიქტოგრამა. თავმოყვარე ქვეყნებში საკუთარ ენაზე აუცილებლად აწერენ.

თუ შეიძლება, დაწერეთ ქართულად და მერე რა ენაც გნებავთ, ის დაამატეთ.

ჩვენ საკუთარ ენაზე გველაპარაკეთ!”

გოგა ჩანადირის მოთხოვნა: "საკუთარ ენაზე გველაპარაკეთ!"