2 იანვარი, 2019

გოდერძი ჩოხელის “შპარგალკა” სიყვარულის ახსნისათვის

გოდერძი ჩოხელის "შპარგალკა" სიყვარულის ახსნისათვის სიყვარულის ახსნა ყველა ადამიანს თავისებურად ესმის. გოდერძი ჩოხელის “შპარგალკა” სიყვარულის ახსნისთვის კი ყველაზე გულწრფელია:

“- ცას, ვარსკვლავებით იცი რა აწერია?
– რა?
– მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის!”

მათ კი, ვისაც სიყვარულის არსებობაში ეჭვი ეპარება, მწერლის ეს პატარა მინიატურა ყველა ეჭვს გაუფანტავს:

“- არსებობს თუ არა სიყვარული?
– არსებობს!
– ვიღაცას არ სჯერა და კითხულობს.
– დამიმტკიცეთ, რომ არსებობს.
– სიყვარულს კი ისეთი ბუნება აქვს, რომ დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს.”