8 იანვარი, 2019

ექვთიმე თაყაიშვილის ანდერძი: “დამმარხეთ სულ უბრალოდ!”

ექვთიმე თაყაიშვილის ანდერძი: "დამმარხეთ სულ უბრალოდ!"ექვთიმე თაყაიშვილის ანდერძი, რომელიც ლევილში 1943 წლის 26 დეკემბერს იქნა შედგენილი, თავმდაბლობის და უბრალოების ნამდვილი მაგალითია:

“…დამმარხეთ სულ უბრალოდ, არც გვირგვინები, არც სიტყვა, ხოლო ვინაიდან მე ქრისტიანულ წესზე ვარ აღზრდილი, მინდა ქრისტიანულად დავიმახო მღვდლის დასწრებით.

ნინოს და ჩემი სასაფლაო სამუდამოდ ნაყიდია. ქაღალდი ამ ანდერძთან ინახება. ეხლანდელი ნინოს ძეგლი შეგიძლიათ ვინმე ჩვენს თანამემამულეს მოახმაროთ, ხოლო ჩვენ გამძლე ქვის ძეგლი დაგვიდგათ წარწერით: Consession a perpetuite და შემდეგ: პროფესორი ექვთიმე თაყაიშვილი (1863 – 19–) და ნინო თაყაიშვილისა (1873 – 1931). სახელები ფრანგულადაც უნდა იყოს.

თუ მოხერხდეს და ნება დაგრთონ ცოტა მოზრდილი დაფნის ნერგები ჩარგით ოთხივე კუთხის ძეგლისა…”