15 იანვარი, 2019

ძალიან კარგი ამბავი აკაკი შანიძეზე

ძალიან კარგი ამბავი აკაკი შანიძეზეენათმეცნიერ აკაკი შანიძეზე ძალიან კარგი ამბავი ვრცელდება.

ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა რამდენიმე თვის წინ დადო სოფელ ნოღაში მდებარე მისი გაპარტახებული სახლ-მუზეუმის ფოტო. ახლა კი საზოგადოებამ ამცნო, რომ აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი აღდგენილია:

“ძალიან კარგი ამბავი სოფელ ნოღადან – როგორც წინა თვეში ჩემი ფეისბუქგვერდის მეშვეობით გატყობინებდით, ენათმეცნიერ აკაკი შანიძის ნოღაში არსებული მუზეუმი განადგურებული იყო.

ფეისბუქგვერდი ნოღა ავრცელებს ამბავს, რომ მუზეუმი სამტრედიის დეპუტატის გრიგოლ მიქელაძის მეშვეობით აღდგა.

მუზეუმი მუზეუმს უკვე ჰგავს.

ახლა ექსპონატები და დამთვალიერებელი უნდა დაუბრუნდეს აქაურობას.”