23 იანვარი, 2019

დათო გომართელის პროტესტი

დათო გომართელის პროტესტიმომღერალი დათო გომართელი საკუთარ უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოხატავს და ყველა იმ საკითხზე საუბრობს, რომელიც მისთვის უმნიშვნელოვანესია:

“მე ვებრძვი ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას! მე ვებრძვი “პანორამა თბილისს”! მე ვებრძვი მიტოვებულ და გაპარტახებულ ქალაქის შუაგულში აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას!

მე ვებრძვი კუს ტბის ტერიტორიაზე მშენებლობებს! მე ვებრძვი ასობით მიტოვებულ, მოუვლელ პარკს, ბაღს თუ სკვერს! მე ვებრძვი ქალაქის ცენტრში, ვერაზე, ვაკეში, მთაწმინდაზე… მაშტაბურ მშენებლობებს!

მე ვებრძვი მამადავითის ქვეშ მრავალსართულიან კორპუსებს! მე ვებრძვი რუინებად ქცეულ გუდიაშვილის მოედანს! მე ვებრძვი აბანოთუბანში, მთის ფერდობის განაშენიანებას!

მე ვებრძვი მოუვლელ, დაბინძურებულ, ნაგვით გადატენილ, ჟანგბადგამოცლილ, სახედაკარგულ თბილისს და მე ვებრძვი ორმაგ სტანდარტს!

მე ვიბრძვი და ვიბრძოლებ მშენებლობებისგან ვაკის პარკის და ზოგადად, მთელი თბილისის გადასარჩენად!”