2 იანვარი, 2019

დათო ევგენიძე: “რას ვერ მპატიობთ?!”

დათო ევგენიძე: "რას ვერ მპატიობთ?!"კითხულობს პოეტი და კომპოზიტორი დათო ევგენიძე და დასმულ შეკითხვაზე პასუხს ლექსით ითხოვს:

“მეგობრობიდან რატომ წამშალეთ….
და როიალი რატომ აშალეთ…
არც სიყვარული აღარ მაცალეთ..
წარსული ერთი ღრუბლით დაცალეთ…
მკერდიდან გული ამომაცალეთ…
რამდენი დამრჩა –
ცოტა მაცალეთ…
ფეხებქვეშ მიწა გამომაცალეთ…
თქვენ თვითონ წვალობთ –
დროსაც აწვალებთ…
ერთმანეთს ხოტბით უწნით ნაწნავებს…
მართლა ვერ ვხვდები
რას ვერ მპატიობთ –
იქნებ ამ ლექსებს –
თქვით რა გაწვალებთ…”