8 იანვარი, 2019

“ჩემს ძველ ქალაქში დაძრწის სპარსი, თურქი, არაბი…” – თინათინ მღვდლიაშვილი

"ჩემს ძველ ქალაქში დაძრწის სპარსი, თურქი, არაბი..." - თინათინ მღვდლიაშვილიპოეტი თინათინ მღვდლიაშვილისაქართველოში მომრავლებულ თურქებს, სპარსებს და არაბებს საგანგებო ლექსს უძღვნის:

“ჩემს ძველ უბანში, ჩემს ქუჩაზე დაძრწის არაბი
და ნადიდგორალს, ნაშამქორალს, ცეცხლი მედება…
მე რომ შემეძლოს, საქართველოს გადავმალავდი,
ვით ბეთანია გადამალეს მთებში მტრედებმა.
ჩემს ძველ უბანში, ჩემი ქუჩა გამიუცხოვდა,
აღარც ნაცნობი სახეები… აღარც ჭადრები…
შავი ჩადრები ფრიალებენ ვიღაც უცხოთა,
ავად მზვერავი, ავად მზერი, შავი ჩადრები!..
შემოსევიან საქართველოს ვიღაც ოხრები
და, არც იბერთა შეძახილი, არც შემართება!..
ანჩხლნი, ბნელქმნილნი, მანკიერნი და მაოხრები!..
ქრისტეს ღალატი?!. ქართველებო, არ გვეკადრება!..
ჩემს ძველ ქალაქში დაძრწის სპარსი, თურქი, არაბი…
ჰეი, მამულო! მოგაკითხეს მტრულმა ერებმა?!.
მე რომ შემეძლოს, საქართველოს გადავმალავდი,
ვით ბეთანია გადამალეს მთებში მტრედებმა!..”