21 იანვარი, 2019

ბესო ზანგური: “მრცხვენია და კანი მეწვის!”

ბესო ზანგური: "მრცხვენია და კანი მეწვის!"რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური კუთვნილ ხელფასს ითხოვს:

“ე.ი. კულტურის სამინისტროში ვიღაცამ ხელი არ მოაწერა და ხელფასი არ დაჯდებაო…

რა ავუხსნა ეხლა დედას მომვლელს, მევალეებს, ქირის ფულზე ბინის პატრონს, რომ კულტურის სამინისტროში ანუ ცისფერი მთები ტიანშანის დროა ისევ?

რატომ არ ფიქრობთ, რომ ადამიანებს უკიდურესად უჭირთ? რატომ არ ფიქრობთ თითოეულ ადამიანზე, რომელიც თქვენი კონტრაქტორია?

მე დღეს ხელფასის არდარიცხვით უზარმაზარ პრობლემებს დამაჯახეთ 5 შვილის მამა და ასეა 80 პროცენტი მსახიობების ყველა თეატრისა, ვინც დღეს ხელფასს ელოდებოდა!

ჩვენი ბოდიში არ აღელვებს არცერთ მევალეს და არც ადამიანებს, ვინც ჩვენგან ხელფასს ელიან. იფიქრეთ თითო ადამიანზე ისე, როგორც არჩევნების წინ თითო ხმაზე.

ძალიან, ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვაგდებთ თქვენი “უი დამავიწყდა ხელის მოწერა”-თი…

მანამდე კი ისევ ვინმეს გამოვართმევთ, რომ იმას ჩავასესხოთ-ს ამოვქოქავთ… მრცხვენია და კანი მეწვის, არადა გასაჭირი არ ტეხავსო, ამბობენ… მაგრამ არ იჭმევა თურმე ეს ოხერი “არ მაქვს” და ძალიანაც ტეხავს.”