23 იანვარი, 2019

ასე გამოიყურებოდა პირველი ნაძვის ხე საქართველოში

ასე გამოიყურებოდა პირველი ნაძვის ხე საქართველოშიპირველი ნაძვის ხე საქართველოში 1900 წლით დათარიღებულ ფოტოზეა აღბეჭდილი, რომელიც ლონდონის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. ფოტო სოხუმში კუპერების ვილაშია გადაღებული.

ფოტოს და პირველი ნაძვის ხის ისტორიას ისტორიკოსი გიორგი კალანდია გვიზიარებს:

“ვიცი ეხლა ეს პოსტიც და ეს ფოტოც არაერთს მოუკლავს გულს და ცუდ ხასიათზე დააყენებს, მაგრამ უფრო მეტს გაახარებს, ამიტომაც გიზიარებთ.

ეს გამოდის პირველი ნაძვის ხე საქართველოში (დოკუმენტირებული ყოველ შემთხვევაში), ან შეიძლება ითქვას პირველი ჩვენთვის ცნობილი.

აქამდე ყველაზე ძველი ქართული ნაძვის ხის ფოტოდ ითვლებოდა 1913 წელს თბილისში გადაღებული და ეროვნულ არქივში დაცული, თუმცა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა უფრო ძველი.

კერძოდ კი ეს ფოტო 1900 წლისაა, გადაღებულია სოხუმში, კუპერების ვილაში. ასე რომ, შესაძლოა ჩვენში ნაძვის ხე სწორედ ინგლისელებმა შემოიტანეს?!

ახლა მავანი დაიბოღმება, ეგრე არ არისო, ჩემს ეზოში იდგა გაცილებით ადრეო. არა, ბატონო, არ მაქვს პრეტენზია რომ აღმოვაჩინე, უბრალოდ საინტერესო და ლამაზი ისტორიაა და ამიტომ გაგიზიარეთ, მით უფრო, როცა მითხრეს, რომ აღნიშნული ფოტო ალბომი ქართველებს არ შეუსწავლიათ და არც მისი ფოტო ასლები გაუკეთებიათ.”