15 იანვარი, 2019

არაჩვეულებრივი იდეა ლადო ასათიანთან დაკავშირებით

არაჩვეულებრივი იდეა ლადო ასათიანთან დაკავშირებითარაჩვეულებრივი იდეა ლადო ასათიანთან დაკავშირებით მომღერალ თემო საჯაიას ეკუთვნის:

“წლების წინ გამიჩნდა იდეა, რომ რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით ქაშუეთსა და ცისფერ გალერეას შორის ფეხით მოსიარულეთა ტროტუარზე დაედგათ ლადო ასათიანის ძეგლი – ლადო რომელიც მისეირნობს, ნაბიჯგადადგმული.

კარგი იქნება, თუ თბილისის მერიაში დაფიქრდებიან ამ პროექტზე. იდეა კი მის ერთ-ერთ ბოლო ნატვრას და ცნობილ ლექსს და უკავშირდება:

“რუსთველის პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიყო მუდამ ასე მხიარული,
ქართველი პოეტი მერქვას.
პურის ნატეხი და ერთი ლიტრი ღვინო
სიმდიდრედ ჩამითვალეთ,
თუ მეტი ვინატრო ან ეს ვითაკილო, –
ვერ ვნახო სამოთხის მთვარე…
მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს
ქაშვეთის შემოხედვამ –
რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი
ნუ მომიშალოს ღმერთმა!”