24 დეკემბერი, 2018

ზურაბ წერეთლის საჩუქარი თბილისს

ზურაბ წერეთლის საჩუქარი თბილისსმოქანდაკე ზურაბ წერეთელმა წინასაახალწლოდ თბილისს საჩუქარი გაუკეთა.

სპეციალურად გრიბოედოვის თეატრისთვის ხელოვანმა ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლი დაამზადა, რომელიც საზეიმოდ მისმა შვილმა, უმცროსმა ზურაბ წერეთელმა გახსნა.

ძეგლის გახსნის შემდეგ კი გრიბოედოვის თეატრში წარმოდგენილი იყო რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლი “ხოლსტომერი – ცხენის ისტორია”.

ზურაბ წერეთლის საჩუქარი თბილისს