1 დეკემბერი, 2018

ზაზა სავჩუკის ცხედარი მოიპარეს

ზაზა სავჩუკის ცხედარი მოიპარეს– ზაზას მთელი ცხოვრება თან სდევდა ტკივილი და სისასტიკე მისი გამზრდელებისგან მოყენებული. ის სიცოცხლეშივე ამბობდა, რომ არამცთუ ცოცხალი, არამედ მკვდარიც არ უნდოდა ჭიათურაში, სადაც ის იზრდებოდა. ეხლა კი მკვდარსაც არ ანებებენ თავს და ცხედარის გადასვენება უნდათ მამინაცვალს და ვიღაც ეგრეთწოდებულ ბიძაშვილს. მაგრამ არიან ზაზასთვის ძალიან ძვირფასი ქალბაქონი მარინა და ქალბატონი ვიკა რის ძალიან წინააღმდეგები არიან და უნდათ ზაზას უკანასკნელი სურვილი მაინც შეუსრულონ. ნუთუ თბილისში ზაზასთვის ერთი მტკაველი მიწა ვერ მოინახა, რომ დაიკრძალოს თავის სურვილისამებრ. ეხ, ზაზა როგორ დამწყდება გული, თუ შენი სურვილი ვერ შესრულდება, რომელიც არაერთხელ გითქვამს და ეს ყველამ იცის, ვინც შენ გიცნობდა, – განაცხადა მისმა მეგობარმა ლევან ფრიდონიშვილმა გუშინ და დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეტროს მუსიკოსის ცხედარი მოიპარეს:

“მინდა ყველამ იცოდეს და გაიგოს, რომ სამირის ცხედარი მოიპარეს. ჩუმად წაიყვანეს მისმა ბიძაშვილებმა. მალადეც მაგათ. დიდი მადლობა იმედა კრიჭაშვილს ამ ინფორმაციისათვის. უბრალოდ ყველა შოკში ვართ.”

გიორგი კახიძე:

“დღეს, წვიმასა და სიცივეში, ამაოდ დავშვერით სამირის უამრავი ახლობელი ადამიანი, სამხარაულის ექსპერტიზის “ქაჯეთის ციხესთან” და ბევრი მცდელობის და მოწადინების მიუხედავად, რომ მხოლოდ 1 დღით დაეტოვებიათ მისი სხეული თბილისში, რათა უამრავ მსურველ ადამიანს მისცემოდა ელემენტარულად მასთან გამომშვიდობების საშუალება… ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ამინ! ასეა თუ ისეა, ბევრის მეხსიერებაში სამირი ცოცხლად დარჩება…”