5 დეკემბერი, 2018

ვლას ვაწაძე: “არ იცით ამ პრობლემების შესახებ?”

ვლას ვაწაძე: "არ იცით ამ პრობლემების შესახებ?"ხელოვნებათმცოდნე ვლას ვაწაძე დედალაქის ისტორიას ათასობით ადამიანს აცნობს. მათ შორის არიან როგორც ადგილობრივები, ასევე ჩამოსული სტუმრები.

ვლასი თბილისის მერიას მიმართავს და დედაქალაქის უძველეს უბნებში ტურისტული ზონების მოწესრიგებას სთხოვს:

“როგორ მდგომარეობაში ხვდება “ოცნების” ძველი თბილისი ახალ წელს!

თბილისის მერია – მიახლოებით ორი თვის წინ მოგწერეთ მოცემული პრობლემის შესახებ, მიპასუხეთ, რომ ჩვენ არ გვეხებაო, თუმცა მოვაგვარებთ პრობლემასო. კითხვა მაქვს: აბა ვის ეხება? ისე ინფორმაციისთვის, არის ესეთი ქალაქი – თბილისი ჰქვია, ხოდა ამ თბილისის ტურისტულ ზონას ყოველ წელს მილიონობით ტურისტი სტუმრობს, არაფერს ვამბობ იმ სიმახინჯეებზე რომელიც ქალაქში ხდება, ამ ბანერის დაბეჭვდას და გაკეთებას რა უნდა?

ძველ თბილისში ბოლოს როდის გაიარეთ ფეხით? გზა ალაგ-ალაგ აყრილია, ფასადები დაზიანებული, რიგი დაწესებულებები ჩემის აზრით ტურისტულ ზონას თავისი ბანერებით ამახიჯებენ, გასაგებია რომ “XIX საუკუნის თბილისი გაცოცხლება თქვენი ოცნებაა”, მაგრამ XIX საუკუნის თბილისი მარტო გარემოვაჭრეები არაა. ტაქსის მძღოლები, რომელთაც საპარკინგო ადგილი, როგორც ჩანს საშვილიშვილოდ აქვთ ნაყიდი, არაა კარგი სანახავი. ბოშები, სასმლით ხელში ქუჩაში სიარული, მარიხუანის სურნელი რიგ ადგილებში, კიდევ ჩამოვთვალო პრობლემები?

თითოეულმა მერიის თანამშრომელმა 5 ლარი მაინც რომ გადადოს თავისი ქალაქისთვის, ამ ბანერს მაინც გამოცვლიდა!!! არ იცით ამ პრობლემების შესახებ?”

ვლას ვაწაძე: "არ იცით ამ პრობლემების შესახებ?"

ვლას ვაწაძე: "არ იცით ამ პრობლემების შესახებ?"

ვლას ვაწაძე: "არ იცით ამ პრობლემების შესახებ?"