24 დეკემბერი, 2018

“ვიყავი და ვარ ნინო ანანიაშვილი…“

"ვიყავი და ვარ ნინო ანანიაშვილი...“პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი წლებია საქართველოს საბალეტო დასს ხელმძღვანელობს.

როგორც მოცეკვავემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ის სამშობლოში იმიტომ დაბრუნდა, რომ ქვეყანას დახმარებოდა.

ნინო ანანიაშვილი:

“ერთხელ მკითხეს „თქვენ სააკაშვილის გუნდიდან ხართ?“

რას ნიშნავს ეს? მე ბრეჟნევის დროსაც ვცეკვავდი.

იმიტომ არ მივსულვარ ბალეტში, რომ სააკაშვილმა დამიძახა. ბალეტში მანამდე, დიდი ხნით ადრე შევდექი.

საჭირო ვიყავი ჩემს მშობლიურ ქვეყანაში და ამიტომ დავბრუნდი. რითიც შემიძლია, ვეხმარები მას, მაგრამ ვიყავი და ვარ ნინო ანანიაშვილი…“