11 დეკემბერი, 2018

წაგიკითხავთ შეყვარებული ოროსანის ლექსი?

წაგიკითხავთ შეყვარებული ოროსანის ლექსი?როცა ადამიანი შეყვარებულია, მისთვის სხვა დანარჩენი მეასეხარისხოვანია.

იუმორისტი გოჩა თანდარაშვილი შეყვარებული ოროსანის ლექსს აქვეყნებს, რომელიც აკროსტიხის სტილშია დაწერილი და რა მერე, თუ სიტყვა ”მიყვარხარ”-ს მაგივრად ”მიყვარძარ” წერია, შეყვარებულ ადამიანს ხომ ყველაფერი ეპატიება:

“მ-ინდა იცოდე, შენთვის ვწერ ახლა
ი-სიც იცოდე, მიღირს წვალებად
ყ-ვავილის სურნელს მაგონებს შენი
ვ-ელური თმების აშრიალება
ა-ღარ გავლექსავ მე ალბათ სიტყვებს
რ-ისთვის ვიტანჯო, რას გამოვრჩები
ძ-ილის წინ მხოლოდ გავინადირებ
ა-ლბათ შენს ფიქრზე და მანდ მოვრჩები…
რ-აც იყო, იყო… კარგად… გშორდები…”