10 დეკემბერი, 2018

თამარ მეფის წერილი – კარგად წაიკითხეთ, ჟრუანტელს მოგგვრით!

თამარ მეფის წერილი - კარგად წაიკითხეთ, ჟრუანტელს მოგგვრით!– ეს არის არაბულ ენაზე შედგენილი ის ფიცის წიგნი, რომელიც მეფეთა მეფე თამარმა აღმოსავლეთის უძლიერეს სულთანს სალაჰ ადდინს 1185 წელს მისცა. ქართველი მონარქი პირობას იძლეოდა, რომ ეგვიპტის სამფლობელოს არ დალაშქრავდა, – აცხადებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია:

– კარგად წაიკითხეთ, ჟრუანტელს მოგგვრით, ეს დოკუმენტი თავის დროზე პროფესორმა მაგალი თოდუამ აღმოაჩინა:

“სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისა უფლისა ერთად-ერთისა! ესაა პირობა, რომელსაც ვდებთ და ესაა ფიცი, რომელსაც ვიძლევით. მე, რომელიც თამარი ვარ, გიორგის ასული, ვამბობ უფლის არსითა და პიროვნებით, იმ უფლისა, რომელიც სამი სახისაა: მამა, ძე და სული წმინდა.

ვფიცავ იმ საათს, რომელმაც ღვთაებრივი სიტყვა ადამიანობას დაუკავშირა; ვფიცავ იმ თვისებას, რომელიც მარიამმა ტანად იღო; ვფიცავ, იმ ტანს, რომელიც მაცხოვრის თვისებების მიმღები გახდა, ვფიცავ მესიას და მის სიტყვას აკვანში… ვფიცავ ჯვარცმას და ღვთაებრივისა და ადამიანურის კავშირს, რომ ამ დღიდან და ამ საათიდან… მავან მავანის ძესთან კეთილი განზრახვით და კარგი სურვილით ვიქნები, სანამდის ცოცხალი ვარ. და არასოდეს მავანი ქალაქისა და… მისი ციხეების აღებას არ განვიზრახავ და არ ვინებებ არც აშკარად და არც ფარულად, და თავს ნებას არ მივცემ, დავიმორჩილო მისი ხალხი და ლაშქარი, და თუ იმას გადავედი, რაც ვთქვი ქრისტიანობა იუდეველთა რჯულზე გამეცვალოს, ქრისტიანთა სარწმუნოება დამეგმოს, მესიის მიმდევართა თემი დამეგდოს, თუ ამის საწინააღმდეგო გავაკეთო, ქრისტეს ჯვარი ფეხით გამეთელოს, მაღალმა უფალმამც ინებოს.”