Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“შენდობა როდის დავიმსახურე…” – ყველაზე გულწრფელი ტარიელ ხარხელაური

29 დეკემბერი, 2018

"შენდობა როდის დავიმსახურე..." - ყველაზე გულწრფელი ტარიელ ხარხელაური “შენდობა გთხოვო? უფალო, რისთვის,
შენდობა როდის დავიმსახურე…” – გულწრფელად კითხულობს პოეტი ტარიელ ხარხელაური და თავისი კიდევ ერთი ულამაზესი ლექსით ადამიანებს მეტი დაფიქრებისკენ მოწოდებს:

“აი, ეს ჩემი მსოფლიო ტვირთი…
როგორ მოწყალე თვალით დაჰყურებ,
შენდობა გთხოვო? უფალო, რისთვის-
შენდობა როდის დავიმსახურე.
ხედავ უამრავ ჭუჭყსა და ნაგავს –
რასაც კი გასწვდა კაცის გონება,
და სამწუხაროდ, უფალო, არ ჰგავს
შენთვის წამებულ კაცის ცხოვრებას.
მე წუთისოფელს ავყევ თამაშში
და არც მიცდია თქმა უარისა,
ხშირად დამთმობი ვიყავ კამათშიც,
შიშს არა ვგრძნობდი გარდუვალისას.
ზურგი მრავალჯერ ვაქციე მორალს,
სიძვის მორევში ვიყავ ჩაფლული,
წუთისოფელში ყველაფერს დრო აქვს,
საბედნიეროდ აქვს დასასრულიც.
და ჰა, ჩემი მსოფლიო ტვირთი…
როგორ მოწყალე თვალით დაჰყურებ,
შენდობა გთხოვო? უფალო, რისთვის,
შენდობა როდის დავიმსახურე…”