Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საპნის ბუშტების ჯადოსნური შოუ მოზარდ მაყურებელთა თეატრში

17 დეკემბერი, 2018

საპნის ბუშტების ჯადოსნური შოუ მოზარდ მაყურებელთა თეატრში25 დეკემბერიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრში ჯადოსნური შოუ იწყება.

თეატრი და ივენთ კომპანია “Wonderland” მაყურებლისთვის საგანგებო საახალწლო პროექტს წარმოადგენს.

ინტერაქტიული წარმოდგენა ყველა ასაკის ბავშვს და არა მარტო ბავშვს მოხიბლავს.

გაინტერესებთ რა ხდება საპნის ბუშტის შიგნით? როგორ უშვებენ გიგანტურ, მინიატურულ, სხვადასხვა ფორმის საპნის ბუშტებს? გინახავთ ცეცხლოვანი ბუშტები? როგორ ხვდება კვამლი საპნის ბუშტის შიგნით? რა საიდუმლოებებს მალავს ჯადოქარი რამი რაბა?

მოზარდ მაყურებელთა თეატრი და ივენთ კომპანია “Wonderland” ერთი წლის ასაკიდან დაწყებული ყველა თაობის მაყურებელს აძლევს შანსს საპნის ბუშტების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაუროს.

25, 26, 27, 28 დეკემბერს 18 საათზე და 2, 3, 4, 5 იანვარს 12 და 14 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრში საპნის ბუშტების 40-წუთიან ჯადოსნურ შოუს საპნის ბუშტების ჯადოქარი რამი რაბა გამართავს.