რუსული პრესა: ვახტანგ კიკაბიძემ რუსეთში 40.000 ევროდ იმღერა

რუსული პრესა: ვახტანგ კიკაბიძემ რუსეთში 40.000 ევროდ იმღერა“ვახტანგ კიკაბიძემ პირობა არ შეასრულა: საიდუმლოდ იმღერა რუსეთში 40.000 ევროდ” – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გამოცემა “ექსპრეს გაზეტა”.

სტატიის ავტორი გალინა უშკოვა ირწმუნება, რომ სანკტ-პეტერბურგში მდებარე რესტორან “შალიაპინში” ბუბა კიკაბიძე საკმაოდ სოლიდურ ფასად – 40.000 ევროდ ერთ-ერთ წვეულებაზე 40-წუთიანი პროგრამით წარსდგა.

ქართველი მსახიობი და მომღერალი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უარს ამბობს რუსეთში ჩასვლასა და კონცერტების გამართვაზე. რუსი ჟურნალისტი კი სანდრო წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ბუბა კიკაბიძემ თავისი სიტყვა გატეხა.

გალინა უშკოვამ ინფორმაცია რესტორან “შალიაპინში” გადაამოწმა, სადაც ადმინისტრატორმა გოგონამ უპასუხა, რომ ადეკვატური პასუხის გაცემა არ შეუძლია.

მაშინ ჟურნალისტმა ბუბა კიკაბიძეს თბილისში დაურეკა. ქართველმა ხელოვანმა მას განუცხადა, რომ უკვე 10 წელია რუსეთში არ ყოფილა და იქ ჩასვლას არც მომავალში აპირებს.

– სანკტ-პეტერბურგში მდებარე რესტორან “შალიაპინის” შესახებ არც კი გამიგია, არათუ იქ გამოვსულიყავი და მემღერა, – განმარტა ბუბა კიკაბიძემ.