30 დეკემბერი, 2018

რუსკა მაყაშვილის არაჩვეულებრივი შემოთავაზება

რუსკა მაყაშვილის არაჩვეულებრივი შემოთავაზებარუსთაველის თეატრის მსახიობი რუსკა მაყაშვილი საზოგადოებას წინასაახალწლოდ მეტი სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებს:

– მოკლედ, ვისაც გინდათ, რომ ახალი წლის დღეებში იმაზე ცოტა უფრო მეტი სიკეთე გააკეთოთ, ვიდრე აკეთებთ და დაეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც უჭირს, ეს ორი ადამიანი – ნათია და ნიკა დაგეხმარებარებიან ამ საქმის გაკეთებაში, მოვლენ და წაიღებენ რასაც გაიმეტებთ ამ ადამიანებისთვის, დიდებისთვის, პატარებისთვის მოხუცებისთვის. ეს შეიძლება იყოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშო ან საჭმელი, როგორც თქვენ გაგიხარდებათ.

დამიჯერეთ, ამ ყველაფერის მერე, ბევრად უკეთ გახდებით. წაიღეთ ეს პოსტი იმისათვის, რომ ბევრმა შეძლოს ამის გაკეთება https://facebook.com/daxmarebis.xeli/…