8 დეკემბერი, 2018

პოეტ დათო გაბისკირიას ციხე ემუქრება

პოეტ დათო გაბისკირიას ციხე ემუქრება,,არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა…” – ასე ასათაურებს პოეტი დავით გაბისკიარი თავის ჩანაწერს, სადაც განმარტავს, თუ რატომ ემუქრება ციხე ან საპროცესოს ათასები:

“ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა, ეს პოსტი… არ მიყვარს, როცა ადამიანები წუწუნებენ, სოც-ქსელში… მაგრამ აუცილებლობა კარზეა მომდგარი… იქნებ ვინმემ, რაიმე ჭკვიანური მირჩიოს. ჩემიანებს ახსოვთ ალბათ, ზაფხულში ვყვებოდი ნიჭიერი პოეტის ნიკუშა ნორიელისას ვსტუმრობდი ლისის ტბაზე. რაღაც პატარა, გემრიელ საფუნდუკეს ,,უძღვებოდა“ მაშინ. მეგობართან ერთად ავედი ლისზე… და რადგანაც საკმაოდ ადრე მოგვივიდა ასვლა, იქვე ტყეში მოვიწყვეთ ,,პიკნიკი“, ვიდრე მოსაღამოვდებოდა. როგორც ხდება, წაღებული გვქონდა ცოტაოდენი სანოვაგე, ჩემი წიგნებიც, რადგან ამოსარჩევი გვქონდა, რომელ ლექსზე, რომელი მუსიკის ფონი აჯობებდა.

ტყეში დაგვადგა ორი პატრულის თანამშრომელი. ჩვენ ბალახზე ვზივართ, ხელში წიგნებით (არ ვხუმრობ) და მეკითხებიან, მაქვს თუ არა რაიმე მჭრელი საგანი. უხმოდ მივაწოდე დანა. ჰმ… მაშინ ვერ წარმომედგინა, სად გავყავი თავი… თურმე დამალვაც შემეძლო, მაგრამ რას ვიფიქრებდი. კითხვაზე, ავუხსენი ვინ ვარ… გუგლშიც სიამოვნებით მოუსმინეს ჩემს ლექსებს სხვადასხვა საღამოებზე ჩაწერილებს…

მიუხედავად ყველაფრისა, დამილუქეს დანა და მითხრეს, რომ ალბათ ჯარიმას მივიღებდი. რას შევედავებოდი ეხლა პატრულს. რა, არ ვიცით როგორც ხდება? 4 თვის მერე გვიბარებს მეც და ჩემს მეგობარსაც გამომძიებელი და გვიცხადებს, რომ საქმე პროკურორთან მიდის და ,,გულით“ შეეცდება, რომ საპროცესო გამიკეთოს, იმიტომ რომ ვხედავ მწერალი ხარ და რა დასაჭერი შენ ხარო… ან საპროცესოს ათასები, ან, სავარაუდოდ, ციხე… პირი დავაღე. რატომ მეთქი… ადამიანო, საჭმელი გვქონდა წაღებული და რით უნდა დამეჭრა თქო? არც უარყოფენ, რომ პიკნიკი გვქონდა, გაგანია ტყეში, ხალხში კი არა. იმიტომ, რომ წლების წინ… იმ ,,დანაშაულზე“, რომელიც დღეს უკვე ნებადართულია, პირობითი მქონდა…

დანასთან, საერთოდ არ აქვს კავშირი და არც მქონია შეხება არასდროს… ეხლა ამხელა ჯარიმა, ან ციხე მეკუთვნის? ჰოდა.. ვზივარ, ველოდები პროკურორის ზარს… აივანზე ბუჩიტო ,,მყარაულობს“ და ვფიქრობ… ამისთვის დავდიოდი მიშას საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე, რომ იგივე ხალხმა, ისევ იგივე უსამართლობით იჯირითოს ჩემს კისერზე?

როგორც ერთი ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იტყოდა…. რა ვიცი აბა..?

პ.ს. ჩემს კითხვაზე, კი მაგრამ, რატომ ამომარჩიეთ, ბანდიტს ვგავარ-თქო? წვერი გაქვს და იმიტომო… ვოტ..
წვერი არ მოუშვათ ტო.”