Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პიეტრო დელა ვალე: “მე ვთვლი ქართველებს ერთ-ერთ ულამაზესებად მსოფლიოში”

5 დეკემბერი, 2018

პიეტრო დელა ვალე: "მე ვთვლი ქართველებს ერთ-ერთ ულამაზესებად მსოფლიოში"…იტალიელმა კომპოზიტორმა და მუსიკოლოგმა პიეტრო დელა ვალემ XVII საუკუნეში საქართველოში იმოგზაურა. მასზე ქართველმა ქალებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინეს. ამის დასტურია მოგზაურის ერთ-ერთი ჩანაწერი, სადაც ის ქართველ ქალებს მსოფლიოში ულამაზესებს უწოდებს:

“ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან… ტანმაღალნი, ყველას თმები შავი აქვს და თვალებიც შავი-დიდრონი და მომხიბლავი, პირსახე-თეთრი ფერისა, ხოლო ლოყები ვარდისფერი… მე ვთვლი ქართველებს ერთ-ერთ ულამაზესებად მსოფლიოში…

რაღაც თავისებური ნაკვთები და სინაზე აქვთ, დიდებული იერი, საუცხოო სახითა და ტანით. გარდა ამისა, მათ აქვთ ისეთი მიმზიდველი და ალერსიანი გამოხედვა, რომ მაყურებლისაგან თითქოს ტრფობას ითხოვენ. აქვთ ჭეშმარიტად გამჭრიახი და მახვილი გონება, არიან თავაზიანები, ზრდილნი, დარბაისელნი და გულთბილნი, მაგრამ ამავე დროს ამაყნი, ქედმაღალნი, დაუნდობელნი და ულმობელნი.”