Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პაატა ბურჭულაძე: “მლანძღეთ!”

23 დეკემბერი, 2018

პაატა ბურჭულაძე: "მლანძღეთ!"– მლანძღეთ და გადაიღეთ ჩემზე მრავალსერიანი ფილმები, თქვენგან ქება უფრო საწყენი იქნებოდა, – აცხადებს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე:

“კიდევ ერთხელ მიწევს იური ტემირკანოვის 80 წლის საიუბილეო კონცერტზე ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით საუბარი, რადგან ოცნების ბანაკი ვერ წყნარდება. რა ქნან, გასაგებია, რომ ქვეყანას ვერ მართავენ და საჭიროა ყურადღების სხვა თემაზე გადატანა.

მინდა განვაცხადო, რომ მომავალშიც აუცილებლად ჩავალ ტემირკანოვის იუბილეზე, რადგან ის ნამდვილი კავკასიელი (ყაბარდოელი) ვაჟკაცია და ომის შემდეგ მთელი თავისი ორკესტრით ჩამოვიდა ჩვენთან და გვერდით დაგვიდგა. ამას ყველა ვერ გაიგებს და განსაკუთრებით ივანიშვილის მთავრობა, რომლის ლიდერია ადამიანი, ვინც საკუთარ დედას სასამართლოში უჩივლა.

რა ვქნათ, დღეს ასეთი რეალობაა საქართველოში. ამიტომ მლანძღეთ და გადაიღეთ ჩემზე მრავალსერიანი ფილმები, თქვენგან ქება უფრო საწყენი იქნებოდა.”