25 დეკემბერი, 2018

ოთო ნემსაძე “მხოლოდ ქართულის” წინააღმდეგ

ოთო ნემსაძე "მხოლოდ ქართულის" წინააღმდეგ– მაინტერესებს, ამ გადაცემას არ ჰყავს პროდიუსერი, რომ დარეკოს და გაარკვიოს ალბომის მფლობელი რა აზრზეა საერთოდ? – კითხულობს მომღერალი ოთო ნემსაძე და მუსიკალურ გადაცემას “მხოლოდ ქართული” უპირისპირდება:

“მოკლედ, არ შეიძლება ამის გატარება და არც გავატარებ.

იმ ვერსიებში, რომლებიც “მხოლოდ ქართულში” გაჟღერდა და სპეციალურად ჩემი სადებიუტო ალბომისთვის შეიქმნა, თანხაა გადახდილი, თანაც მგონი რომ სოლიდური. შეგახსენებთ, რომ ეს ალბომი “ჯეოსტარზე” მოვიგე ბევრი სხვა მატერიალური პრიზის მაგივრად.

მაინტერესებს, ამ გადაცემას არ ჰყავს პროდიუსერი, რომ დარეკოს და გაარკვიოს ალბომის მფლობელი რა აზრზეა საერთოდ?

რამდენჯერაც ვინმეს უთხოვია, არასდროს არ ვყოფილვარ უარზე, რომ სადმე ეს სიმღერები შესრულებულიყო, უბრალოდ თავხედობაა საერთოდ რომ არ გახსენებენ იქ, სადაც სისხლი და ხორცი ჩადე ოდესღაც.

არ ვაკეთებ კომენტარს შესრულებების დონეზე, ჩემი პრეროგატივა ნამდვილად არაა, მაგრამ “მხოლოდ ქართული” – ბევრი გეშლებათ.”