4 დეკემბერი, 2018

ნოდარიკო ხუციშვილმა “მხოლოდ ქართულის” ჟიური აატირა

ნოდარიკო ხუციშვილმა "მხოლოდ ქართულის" ჟიური აატირამუსიკალური შოუ “მხოლოდ ქართული” დაიწყო და პირველი საკონკურსო ტური ჯანსუღ კახიძის შემოქმედებას მიეძღვნა.

ჟიურის მეექვსე საპატიო წევრად “მხოლოდ ქართულის” ხელმძღვანელობამ ნანი ბრეგვაძე მიიწვია. ნანი ბრეგვაძემ და ჯანსუღ კახიძემ შემოქმედებითი კარიერის უმნიშვნელოვანესი ეტაპები ერთად გაიარეს.

“მხოლოდ ქართულის” ათივე კონკურსანტმა ჯანსუღ კახიძის სიმღერები შეასრულა.

განსაკუთრებული გამოდგა ნოდარიკო ხუციშვილის საკონკურსო სიმღერა. მან შეასრულა “მუხამბაზი” კინოფილმიდან “რაჭა ჩემი სიყვარული” და ჟიურის წევრების ატირებაც შეძლო.