29 დეკემბერი, 2018

ნინო სურგულაძის ინიციატივა – “აჩუქე სიკეთის ბარათი”

ნინო სურგულაძის ინიციატივა - "აჩუქე სიკეთის ბარათი"ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე წინასაახალწლოდ უმნიშვნელოვანესი ინიციატივით გამოდის.

მეცო სოპრანოს მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფთონდი “ნატვრის ხე” იწყებს ყველაზე გაჭირვებული ოჯახების დახმარება.

ნინო სურგულაძე:

“გამიჩნდა იდეა, რომ დავეხმაროთ ყველაზე, ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს. მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ეს სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ და ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი.

დავუკავშირდი ჯანდაცვის სამინისტროს, ვთხოვე, მოეწოდებინათ ინფორმაცია ასეთ ოჯახებზე და ასეულობით არის ასეთი ოჯახი, ვისაც ყველაზე დაბალი ქულები აქვთ და არაფერი გააჩნიათ.

აქციას რომელსაც ვაანონსებ, ჰქვია “აჩუქე სიკეთის ბარათი”. დღეს ჩვენ, როგორც არასდროს, გვესაჭიროება სითბო, ერთმანეთის თანადგომა და სიყვარული.”