ნინო ანანიაშვილის ტრიუმფი მეტროპოლიტენ ოპერაში

ნინო ანანიაშვილის ტრიუმფი მეტროპოლიტენ ოპერაშიპრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სასურველი სტუმარია. მის სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდება.

ნინო ანანიაშვილის უნიკალური საშემსრულებლო ტექნიკით მოჯადოებული მაყურებელი დიდხანს უკრავს ტაშს და ხანგრძლივი ოვაციებით აჯილდოვებს ქართველ მოცეკვავეს.

“არტინფო” გთავაზობთ ნიუ იორკში, მეტროპოლიტენ ოპერაში გამართული საბალეტო სპექტაკლის შემდეგ ნინო ანანიაშვილისთვის მოწყობილ დღესასწაულს. ვიდეოს ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ქართველი პრიმა ბალერინა მთელი მსოფლიოსთვის ძვირფასია.