ნინი შერმადინმა 3000 ლარი მოიგო

ნინი შერმადინმა 3000 ლარი მოიგომომღერალმა ნინი შერმადინმა 3000 ლარი მოიგო. ფულადი ჯილდო მან თავისი გონიერებით და ნიჭით დაიმსახურა.

ნინიმ მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემაში “ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი”.

ნინი შერმადინი:

“უღრმესი მადლობა ტელეკომპანია პირველ არხს და გადაცემას “ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი” ასეთი დიდი სიხარულისთვის და იმ შანსისთვის, რომ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

მაშ ასე, მოვიგე 3000 ლარი და ეს თანხა მოხმარდება სვანეთში სალომე ნაკანს, რომელსაც უნდა გიტარა და 4 წლის ელენე ნუცუბიძეს, რომელსაც ყველაზე მეტად თოჯინა და ნამცხვარი უნდოდა. დიდი მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს. მიყვარხართ და დიდი მადლობა ჩემი და ამ ბავშვების ასე გახარებისთვის.”