23 დეკემბერი, 2018

ნინი გოგიჩაიშვილი “მის საქართველო 2018” გახდა

ნინი გოგიჩაიშვილი "მის საქართველო 2018" გახდა მოდელი და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი “მის საქართველო 2018”-ის ტიტულის მფლობელი გახდა. ვიცე მის საქართველოდ კი თაკო ადამია დასახელდა.

სილამაზის კონკურსს სამოდელო სააგენტო “იმიჯ ცენტრი” 2003 წლიდან ატარებს. წელს კონკურსში მონაწილეობას 20 გოგონა იღებდა: ნინი გოგიჩაიშვილი, თაკო ხარაზიშვილი, თაკო ადამია, სალომე მხეცაძე, ნინუცა როსტიაშვილი, ნინი მუზაშვილი, ნინი ბურნაძე, ნინი ჯულაყიძე, ნატალი გოგავა, ნატალი თოდაძე, ნანუკა ქაშიბაძე, მარეხი ახალაძე, ლიზი პაპასკირი, ლილე ლანჩავა, ლიკა ქობულაშვილი, ლანა გოგისვანიძე, ია სანაია, გვანცა ჩიტუაშვილი, დიანა მაიოროვა და დანცა ხაბეიშვილი.

“მის საქართველო 2018”-ის კონკურსანტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ლამაზმანები გახდნენ და მათი ასაკი 16-დან 25 წლამდე განისაზღვრა.