7 დეკემბერი, 2018

ნიკა რურუას ხსოვნას – “ნახეთ გუშინ რო კაც მოკვდა?”

ნიკა რურუას ხსოვნას - "ნახეთ გუშინ რო კაც მოკვდა?" ნიკა რურუას უეცარმა გარდაცვალებამ არაერთ ადამიანს ატკინა გული. მის სიკვდილს გამოეხმაურნენ მისი მეგობრები, ცნობილი თუ უცნობი პირები.

პოეტმა მიხეილ ღანიშაშვილმა ნიკა რურუას გარდაცვალებას ლექსი “ნახეთ გუშინ რო კაც მოკვდა?” მიუძღვნა:

“სუყველა წავალთ იმ ქყვეყნად,
აქ არავინა ვრჩებითა,
ისიც, ატლასით რო დადის,
ისიც, რო ვლიდა მჩვრებითა.
სიკვდილმ გარჩევა არ იცის,
სუყველას მოგვრთავს ჯვრებითა,
როგორც ავენთეთ საწუთროს,
ისევე ჩაუქრებითა.
თან ვერცრის წამღე ვერა ვართ,
რაც უნდა ვზიდოთ მხრებითა,
მიწისები ვართ მთლიანად,
მიწადავ დავიშლებითა.
ტყუილად ვაგებთ სასახლეთ,
უქმად ერთ ამბავს ვშვრებითა,
ფულსაც ტყუილად ვაგრუებთ
და ვერ ვიძინებთ შვებითა.
უქმია ეს ყველაფერი,
ჭკუა-გონებით ჩემითა,
უგონთურს დავდევთ წესებსა
ამა უგნურის ჩვევითა.
მარტო სახელი დარჩება,
მიწას რო ჩავინთქლევითა,
საქვეყნოდ რა გვიკეთებავ? –
იმას გვკითხავენ ქვევითა.
არ ექელინოთ ცხოვრებას,
ნურც მიაწვებით რქებითა,
სიკეთე თესეთ, სანამ ხართ,
ხო ხედავთ, როგორ ვქრებითა!..
გიყვარდეთ, აპატიოდეთ,
სულაც რო გქოლონ ქვებითა,
არც-ვინ ძაგებით მცირდება,
არც-ვინ იზრდება ქებითა!
სამშობლოს ნუ უღალატებთ,
თუ ვერას არგებთ რგებითა,
ნახეთ გუშინ რო კაც მოკვდა?
ხვალ რიგში ჩვენა ვდგებითა!..”