23 დეკემბერი, 2018

ნახეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სახალისო ცეკვა

ნახეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სახალისო ცეკვამოცეკვავე მზია ორველაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ცეკვის ჯგუფი ჩამოაყალიბა.

ჯგუფმა პირველი ნამუშევარი საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის “საქართველოს თასი 2018”-ის ღონისძიებაზე წარადგინა.

საჩვენებელ ნომერში ცეკვის აკადემია “ელეგიას” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპეც ჯგუფმა ორი სახალისო ცეკვა შეასრულა.

ბავშვების ცეკვამ მაყურებლის თბილი რეაქცია გამოიწვია და დამსწრე საზოგადოება წინასაახალწლო პოზიტივით დამუხტა.

მზია ორველაშვილი:

“უღრმესი მადლობა ჩვენს ფედერაციას ბავშვებს ესეთი ბედნიერება აჩუქეს და საშუალება იმისა, რომ ასეთ ტურნირში მიეღოთ მონაწილეობა. გვიყვარხართ!”