28 დეკემბერი, 2018

მოუსმინეთ ილიკო სუხიშვილს

მოუსმინეთ ილიკო სუხიშვილს ანსამბლი “სუხიშვილები” კონცერტებს ყოველთვის ანშლაგით ატარებს და მათი წარმატების საიდუმლო ანსამბლის ხელმძღვანელების მიდგომაშია.

ილიკო და ნინო სუხიშვილები ყოველი კონცერტის დაწყების წინ მოცეკვავეებს ამხნევებენ და არაერთხელ შეახსენებენ, რომ ქართული ცეკვა ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

“არტინფო” გთავაზობთ ილიკო სუხიშვილის მიმართვას მოცეკვავეებისადმი, რომელიც სოლიკო ვირსალაძის 110 წლის საიუბილეო კონცერტის წინ გააკეთა.