ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა ბრუკლინში ახალი წიგნის წარდგენაზე ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას კაბასა და ჩექმებში გამოცხადდა.
ყვითელი კაბა, რომელიც 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის, ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა.
რაც შეეხება ფეხსაცმელებს, ისინი 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა და 4000 დოლარი ღირს.