1 დეკემბერი, 2018

მიხეილ ზაქარიაშვილი: “პასუხს გაგებინებთ ჩემი ოჯახის ასეთ გამწარებისთვის!”

მიხეილ ზაქარიაშვილი: "პასუხს გაგებინებთ ჩემი ოჯახის ასეთ გამწარებისთვის!"არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი, მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი იმ უსამართლობებზე საუბრობს, რომელიც მას და მის ოჯახს სრულიად დაუმსახურებლად დაატყდა თავს:

“ბიძინას მოყვანაში მეც მიმიძღვის წვლილი, მჯეროდა, რომ ნაციონალების შეცდომებს გამოასწორებდა და გვეშველებოდა…

იმის ნაცვლად უკეთესად მეცხოვრა, ყველანაირი შემოსავალი შემიმცირდა და ხარჯი გაორმაგდა. ამას უმუშევრობა დაემატა. ვიფიქრე, ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ-თქო და პატარა ბიზნესი წამოვიწყე. ნელ-ნელა ძვირდებოდა ყველაფერი, ფული რომ არ მეყო, ბინაც დავაგირავე და ბანკიდანაც გამოვიტანე. ავაწყვე როგორც იქნა ეს საქმე – პატარა ლამაზი საცურაო აუზი გამოვიდა, მაგრამ დაიწყო ჩემზე ზეწოლა. ყოველ დღე ვიღაცას მიგზავნიდნენ, ყველა საბუთი წესრიგში მქონდა. ბავშვებს მიშინებდნენ. ერთხელ ჩავედი და 8 კაცი დამხვდა, თითქოს რაღაც ოპერაციას ატარებდნენ, ორი კარებთან, სამი აუზის ერთ მხარეს, დანარჩენიც ოთახებში. მე მეგონა რამე მოხდა, შეშინებული ჩავედი და მეუბნებიან, წყლის ფული გაქვს გადასახდელიო და 2000 ლარი დამაწერეს.

ბავშვები და მშობლები ისეთი შეშინებულები დამხვდნენ, რომ ვიღა მოვიდოდა ჩემს აუზზე? ავდექი და მრიცხველი ექსპერტიზაზე წავიღე, თვითონაც თქვეს ამდენი როგორ უნდა დაეწერაო? სადაც მითხრეს, რომ მართალი ვარ. დამტკიცდა, რომ არ მეკუთვნოდა 2000 ლარის გადახდა, მაგრამ აღიარებული მრიცხველზე უკანონო ვალი მაინც არ ჩამომაწერეს. უკვე დაწერილიაო, ბოლოს ვიღაცეების დავალებით, რომლებიც ვიცი სადაც მოღვაწეობენ ქართულ ოცნებაში, მეზობლები მომიგზავნეს მშობლებს ხვდებოდნენ და აშინებდნენ აუზი მაინც მალე დაიკეტებაო, არ ჩახვიდეთო. ის ბიზნესიც გაჩერდა.

ამას სითი-პარკის მიერ უკანონო (თვითონ აღიარა) ჯარიმა და ანგარიშების დაყადაღება დაემატა. რაც საქართველოს ბანკი არსებობს, მისი კლიენტი ვარ, არანაირი დარღვევა არ მქონია და ყადაღის შესახებ არც კი გამაფრთხილა, არც თავდები პირი დამანიშნინა, არც გადახდილი ფული ჩამითვალა, საურავი დამადო და 12 000 ლარში ყიდიდა 100 000$ სახლს. ესეც შემთხვევით გავიგეთ. წინა დღეს სადარბაზოს კარზე მიკრული პატარა ზომის სტიკერზე ნინომ შემთხვევით წაიკითხა, რომ სახლი აუქციონზე იყიდებოდა. მეორე დღეს მივუსწარით. მოკლედ რომ გითხრათ, ორმაგი გადამახდევინეს და სახლი დავიბრუნე. ესეც ზუსტად ვიცი, ვის უნდოდა ჩემი სახლი. მაღალი თანამდებობის პირი ქალი იყო, რომელსაც უამრავი ბინა ჰქონდა დათრეული ამ მეთოდით. ჩუმად მითხრა აუქციონის ერთმა თანამშრომელმა. ამ საქმის გამო, ახლაც სასამართლოს ველოდები, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო!

მერე მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ტენდერში მიგვეღო მონაწილეობა. მოვიგეთ, მაგრამ მოგებული ტენდერი აგვახიეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თავიდან ასეთ სისულელეს გვეუბნებოდნენ, შუქი გამოირთო და სხვებმა ვერ მიიღეს ტენდერში მონაწილეობაო, რომ აღარ მოვტყუვდით და დავამტკიცეთ რომ არ ჩამქრალა, იმიტომ რომ სხვებსაც ჰქონდათ სხვა ტენდერებში მაგ დროს მოგებული ან წაგებული, ბოლოს ესე გვითხეს, რომ ,,ჩვენ უკეთ ვიცი ეს ფული როგორ დავხარჯოთო!” 15000 ლარიანი ტენდერი იყო მეტი კი არა და უამრავ ხალხთან გაგვიფუჭეს საქმე ვის გამოყვანასაც ვაპირებდით ამ კონცერტში, რომ ჩამოგითვალოთ ამ ხალხის სია გაოცდებით, ისეთი პატივსაცემი ხალხია. სამწუხაროდ, სიტყვა არ შეგვასრულებინეს. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო, სიტყვის არ შესრულებას სიკვდილი მერჩივნა, მაგრამ რას ვიზამთ ჩაგვიშალეს ტენდერი და ყველა გაგებით მოეკიდა იმ ამბავს, რომ ჩვენი ბრალეულობა ამ საქმეში არ იყო!

ახლა გაიგეს რომ ქობულეთში მაქვს პატარა სახლი და ქობულეთში მიჩივლეს, დამლაგებლის ფული გაქვს გადასახდელიო. წარმოგიდგენიათ, მე მეუბნებიან და კიდე ლიფტისო, სულ ერთი-ორი კვირით ჩავდივარ და დიდი ჯარიმა გეკუთვნისო 5 წლის განმავლობაში! მართალია მარტო მე არ მიჩივლეს, ჩემს მეზობლებსაც, ჰოდა სასამართლოშია საქმე, მაგრამ მე ცალკე დამიბარეს სასამართლოდან, მაგრამ იქვე მომატყუეს ოთახი, სადაც პროცესი უნდა გამართულიყო, 30-ის ნაცვლად 10 ნომერი მითხრეს და იმ მიზეზით, რომ დავიგვიანეთ სანამ ოთახს ვეძებდით, გამოგვიცხადეს რომ წავაგეთ დაგვიანების გამო და დაგვაკისრეს გადასახადი. ასევე იმ კომპანიასთან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, რომელთანაც არანაირი კავშირი არ გვქონდა! გავასაჩივრეთ ეს ყველაფერი და მაინც მოვიგეთ პროცესი.

მეტი რაღა მოგიყვეთ, ეს არის თქვენი სისტემა. ახლა რა ვქნა, ბიძინას ვაგინო თუ მთელ ქართულ ოცნებას? მართალი ვიქნები? რა თქმა უნდა, არა! მე ზუსტად ვიცი ვინ რა დამიშავა, იმ ადამიანების სახელები, გვარები და სწორედ იმას ვაგინებ და პასუხს მოვთხოვ როცა იქნება ყველაფერზე, ვინც ასე მაწამა დედებს მოვუ….ნავ. ამას ყველა დაინახავს და გაიგებს და მე კიდევ იმას მეკითხებიან, რა მოგივიდა რატომ ხარ ოპოზიციაშიო ჩემი მეგობრები?

ჯერ 9 წელი უმუშევარი ვიყავი ამ 6 წელში სადაც მივედი, სამსახურიდან მიშვებდნენ. თავიდან ვერ ვხვდებოდი და მერე მივხვდი რაშიც იყო საქმე. ყველას დაგივლით და პირდაპი გეუბნებით, პასუხს გაგებინებთ ჩემი ოჯახის ასეთ გამწარებისთვის. და კიდევ – რაღაც არ მახსენდება ჩემი მეგობრები ოცნების სასტავიდან ზოგიერთების გამოკლებით, რომ გვერდში დამდგომოდნენ! ხოდა, შენი საქმე გააკეთეო რომ მეუბნებით, მე ჩემი საქმის კეთებაც ვიცი და გავაკეთებ და თქვენი საქმე რა არის? პროჭობა? ხოდა აკეთეთ!

მე კი ამ ყველაფრის მერე ვიყავი დეპრესიაში, ჯანმრთელობაც ძალიან შემერყა, დიაბეტიანი ადამიანისთვის ამდენმა ერთად გადახდენილმა ამბავმა შედეგი გამოიღო, დეპრესიიდან დღესაც არ ვარ გამოსული… ყველა ვიცი სახელებით და გვარებით, არავის შევარჩენ არაფერს ამის იმედი გქონდეთ…”